დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან 51 აჭარაშია
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 გამოჯანმრთელებულმა კლინიკა უკვე დატოვა. მათივე ცნობით, აჭარის რეგიონში ცხრა პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 309 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 289, ონლაინკლინიკაში – 646.
საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი, დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 805-ს.
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 232 993-მდე, ხოლო გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 332, აჭარაში – 51, იმერეთში – 100, ქვემო ქართლში – 46, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 58, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რაოდენობაა 11 853, საიდანაც 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 758, აჭარაში – 309, იმერეთში – 701. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 62, იმერეთში – 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 9, იმერეთში – 27.
649 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 289 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 219, აჭარაში – 106, ხოლო იმერეთში – 7.
სულ 6 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 918 პირი, აჭარაში – 1 942, იმერეთში – 2 799.

