საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან აჭარაში -13
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი. დღემდე რეგიონში ვირუსი 33 629 მოქალაქემ დაამარცხა. კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა, ამ ეტაპზე კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 7 პაციენტი.
18 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 25 პაციენტი. სულ ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ ტესტით – 2 034. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 72 შემთხვევა, აჭარაში – 13, იმერეთში – 5, ქვემო ქართლში – 4, შიდა ქართლში – 0, გურიაში – 5, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 5, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 7, იმერეთში – 29.
634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 235, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 360 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 842 პირი, აჭარაში – 1 871, იმერეთში – 2 488.