საქართველოში ახალი კორონავირუსის 469 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში – 33
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღემდე ვირუსი 33 834 ადამიანმა დაამარცხა. კლინიკა დღეს დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულ დგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 2 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 258 მოქალაქე, კლინიკურ სასტუმროში – 218, ხოლო ონლაინკლინიკაში 562.
ბოლო 24 საათში, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 469 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო 1 792 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 პისიარ ტესტით.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 61, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 34, გურიაში – 12, სამეგრელო -ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 25, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -1 712, აჭარაში – 258, იმერეთში – 710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში – 52, იმერეთში – 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 155, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.
543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 218 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.