პარასკევი, მაისი 23, 2025
სიახლე:
  • პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია
  • მთებში მისასვლელი გზები თოვლისგან იწმინდება
  • საარჩევნო უბნებზე ვიდეოგადაღებასთან დაკავშირებით მანიპულაციური ინფორმაცია გავრცელდა
  • ეუბნებოდნენ, რომ ვერაფერს გააკეთებდა, მან კი ბრენდი შექმნა
  • ჩირაღდნებიდან – ციფრულ ეპოქამდე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

პრემიერ-მინისტრს სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის თხოვნით მიმართავენ

იანვარი 21, 2021იანვარი 21, 2021

ნათია იმნაიშვილი 27 48 93 –

დღეს პრემიერ-მინისტრს 11-მა ორგანიზაციამ სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნის თხოვნით, წერილობით მიმართა.

როგორც ისინი ამბობენ, თუ კურორტები პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება, სეზონი ჩავარდება, რაც, ფაქტობრივად, სფეროს განადგურებას გამოიწვევს.

მათი განცხადებით, ჩატარებულია კვალიფიციური კვლევები დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ, რომლის მიხედვითაც, კურორტების გახსნა დამსვენებლებისთვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს.

„ ბატონო გიორგი, თითქმის ორი თვეა სხვადასხვა ორგანიზაციის და ასოციაციების წარმომადგენლები აქტიურად ხვდებიან სხვადასხვა საკანონმდებლო ორგანოს თუ სახელისუფლებო ჯგუფების წარმომადგენლებს სხვადასხვა საქმიანი წინადადებით და არგუმენტებით, რათა ხმა მივაწვდინოთ იმ რგოლებს და დავარწმუნოთ, რომ აუცილებელია ამუშავდეს მთის კურორტები. ამ მიმართულებით კვალიფიციური კვლევა ჩატარდა სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას“ და „პოლსპორტის“ მიერ. ზედმიწევნით, რიცხვებში არის ყოველივე გაანგარიშებული, რომ სრული რეგულაციების დაცვით, იქნება საბაგირო გზების გახსნა თუ ადგილობრივი ბიზნესების ამუშავება, რაც არის სრულიად უსაფრთხო, გაცილებით უსაფრთხო, ვიდრე ეს გახლავთ თბილისში არსებული პარკები, კვების ობიექტები, სილამაზის სალონები თუ სასურსათო მაღაზიები, ან თუნდაც საცხოვრებელი კორპუსები, სადაც ჩვეულებრივად გრძელდება ლიფტების თუ სადარბაზოების გამოყენება. საკითხი ძალიან ვრცელია და ბევრ ასპექტს მოიცავს, ამიტომ დეტალების წერით არ გადავტვირთავთ წერილს. მხოლოდ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ შთაბეჭდილება გვრჩება, ეპიდემიოლოგთა ჯგუფი თუ სხვა, რეკომენდაციის გამცემი პირები არ არიან საკითხში ჩახედულნი და არც იხარჯება ამისთვის დრო. ამიტომ გვინდა, გთხოვოთ შეხვედრა, რომ საშუალება მოგვეცეს, პირადად მოგახსენოთ და გაგაცნოთ, იქნება ეს ზემოთ აღნიშნული კვლევის შედეგები თუ ზოგადი ინფორმაცია. განვმარტოთ თუ რაოდენ უსაფრთხოა კურორტების ამუშავება. უნდა ვიჩქაროთ, თუ პირველი თებერვლიდან არ გაიხნება კურორტები, გადაჭარბების გარეშე შიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და წლების განმავლობაში აგურ-აგურ ნაშენები ბიზნესი, კატასტროფისთვის და სრული განადგურებისთვის იქნება განწირული. იმედი გვაქვს თქვენი კეთილგონიერების, რომ ფრთხილად და დაკვირვებით მიუდგებით საკითხს. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად გამონახავთ დროს ჩვენთან შესახვედრად“, – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი გიორგი სალუქვაძე, „მთის კურორტების ბიზნესასოციაციის“ ხელმძღვანელი მაია ბიჩიკაშვილი, „ტრაფიკ თრაველის“ მმართველი ცოტნე ჯაფარიძე, სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას“ დამფუძნებელი შალვა აბრამიშვილი, „პოლსპორტის“ დამფუძნებელი შოთა ნათაძე, „ინნ ჯგუფის” მმართველი ერეკლე კოკაია, ამხანაგობის – N წარმომადგენელი ეკა ანდღულაძე, „ჯგუფი დამფუძნებელი ბექა ზაქაიძე.

სულ ნანახია
სულ ნანახია
468
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ავტომანქანის ძველი ნომრების გამოყენების ვადა გახანგრძლივდა
  • მომსახურების სააგენტოს ყველა სახის შეზღუდული სერვისი 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"