კვირა, თებერვალი 28, 2021
სიახლე:
  • ქეთევან მუხაშარია
  • თორნიკე რიჟვაძე: ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება
  • ქალაქის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
  • მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მუშაობას ანახლებენ
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ზამთარს თოვლი უხდება

იანვარი 22, 2021იანვარი 22, 2021

ოთარ ცინარიძე 599 85 21 15 –

ნოემბერში აჭარის მთიანეთის სოფლები თოვლის საბურველში ეხვევა. ხშირად მარტის ბოლომდე დევს თოვლი დანისპარაულის, დარჩიძეების, გოგაძეების, ხარაულას, ნამონასტრევის, ნაღვარევის, ინწკირვეთის ტერიტორიებზე. 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერი და 2021 წლის პირველი თვის ნახევარი ისე მიიწურა, რომ მხოლოდ ორჯერ გათოვდა. ტრადიციულად, გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტით გადაადგილება ნოემბრის დასაწყისიდან იზღუდებოდა. წელს 19 იანვრამდე, უღელტეხილის გადალახვა ყველა ტრანსპორტით იყო შესაძლებელი.

ბუნებამ თავისი გაიტანა და იანვრის მესამე დეკადის დასაწყისში ქედის, შუახევის, ხულოს ტერიტორიები თოვლით დაიფარა. მას ქარბუქიც მოჰყვა, რამაც ეროვნული მეურნეობის ცალკეულ სფეროში პრობლემები შექმნა. ყველაზე მეტი შეფერხება ელექტროენერგიის მიწოდებაში იყო. 20 იანვრის ღამესა და 21 იანვრის დღის პირველ ნახევარში დენის მიწოდება ნაწილობრივ შეუწყდა სხალთის, ჭვანის, მერისის, მარეთის, ღორჯომის, ბეღლეთ-დანისპარაულის ხეობის სოფლებს. ამის გამო პედაგოგებმა ონლაინ რეჟიმში გაკვეთილების ჩატარება ვეღარ შეძლეს.

21 იანვარს დილიდანვე ბათუმი-ხულო-დანისპარაულის საავტომობილო გზაზე, ხეობებში შემავალ საავტომობილო გზებზე ტექნიკა გამოჩნდა. დღის ბოლოს ქედის, შუახევის, ხულოს მეტწილ ადმინისტრაციულ ცენტრებამდე ტრანსპორტი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დახმარებით მოძრაობდა.

სტიქიამ ყველაზე მეტი პრობლემა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურებს შეუქმნა. რამდენიმე სოფლიდან სასწრაფ სამედიცინო დახმარების მანქანებით გადმოიყვანეს ორსულები, „კოვიდ-19“-ით დაავადებულები და ბათუმის საავადმყოფოებსა და სასტუმროებში განათავსეს.

– ზამთრის შემოტევა ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო. რამდენიმე დღის წინ უხვი ნალექები კოკისპირული წვიმის სახით მოვიდა. ადიდებულმა მდინარეებმა, ნაკადულებმა რიგი ფართობები წალეკა, ჭვანის, მარეთის ხეობების სოფლებში მეწყრულმა პროცესებმა თავი შეგვახსენა. კვლავ აქტიურია მეწყერი კობალთაში, ტაკიძეებში.

ამჯერად უხვი ნალექი თოვლის სახით მოვიდა. დაბა შუახევში მისმა საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია. ბარათაულის, წყალსაყრის, უჩამბის თემების სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს. შუბნის თემის სოფლებში თოვლის სახით ნალექების ასეთი სიჭარბე საუკუნის თანატოლებს არ ახსოვთ.

სტიქიის შემოტევის წინ გარკვეული კატეგორიის ოჯახებს 3-3 კუბური მეტრი შეშა საჩუქრად გადავეცით. ასევე, სოციალურად დაუცველ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აჭარის მთავრობამ და მუნიციპალიტეტმა სასურსათო კალათები დაურიგა.

სავაჭრო ობიექტებში შემოტანილია ხორბლის ფქვილი, სასურსათო პროდუქტები. დღის ბოლოს ყველა აბონენტს დენი მიეწოდებოდა. უხვთოვლიანობას ყინვები მოყვება. ამისთვის წინასწარ გატარდა ღონისძიებები. მოქმედებს სტიქიასთან ბრძოლის რაიონული შტაბი, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
78
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← მალე აჭარაში ღია კაფეები გაიხსნება
  • საქართველოში ვირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 31- აჭარაში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"