საქართველოში ახალი კორონავირუსის 903 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 52 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 52 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი. რეგიონში კოვიდ-19 34 079 მოქალაქემ დაამარცხა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გუშინ კლინიკა დატოვა 17-მა ადამიანმა. ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 251 პირი, კოვიდ სასტუმროში – 175, ხოლო ონლაინკლინიკაში 479 მოქალაქე. ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსის 903 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 636 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 პისიარ ტესტით. ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 469 შემთხვევა, აჭარაში – 52, იმერეთში – 107, ქვემო ქართლში – 44, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 12, სამეგრელო- ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 663, აჭარაში – 251, იმერეთში – 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 3, იმერეთში – 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის, 227 – თბილისში, 175 – აჭარაში, 22 – იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.