საქართველოში ვირუსით ინფიცირების 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 31- აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, ბოლო 24 საათში, ახალი კორონავირუსის 31 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 87 პაციენტი, კლინიკა დატოვა 18-მა გამოჯანმრთელებულმა. სულ დღემდე აჭარაში კოვიდ-19 დაამარცხა 34 166-მა პირმა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს 254 პაციენტი, მათგან ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკურ სასტუმროში რჩება 159 ინფიცირებული, ონლაინკლინიკაში კი 468. ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 267 კვლევა, მათ შორის 8 855 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 412 პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 998 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 252 972-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 240 629-მდე, დაფიქსირდა გარდაცვალების 16 შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 448, აჭარაში – 31, იმერეთში – 170, ქვემო ქართლში – 51, შიდა ქართლში – 68, გურიაში – 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 116, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 17, სამცხე-ჯავახეთში -13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, მათგან 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 632, აჭარაში – 254, იმერეთში – 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 47, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.
444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 210 – თბილისში, 159 – აჭარაში, 23 – იმერეთში. 5 533 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 111, ხოლო იმერეთში – 9.
სულ 6 ოქტომბრიდან 22 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 797 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 299, აჭარაში – 1 400, იმერეთში – 2 062.