საქართველოში ახალი კორონავირუსის 298 შემთხვევა დადასტურდა, აქედან აჭარაში – 18
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 34 323. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა, კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა – ორი. კლინიკაში მკურნალობს 225 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში – 131, ხოლო ონლაინკლინიკაში – 397.
სულ საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსისგან 1 311 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 868 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი – 2 686, პისიარ – 4 182. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 253 816-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 243 396-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 071 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 107, აჭარაში – 18, იმერეთში – 44, ქვემო ქართლში – 13, შიდა ქართლში – 19, გურიაში – 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 32, კახეთში – 26, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 225, იმერეთში – 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.
402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის, 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 205, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 21 871 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 364 პირი, აჭარაში – 1 125, იმერეთში – 1 846.