შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო დაეკისრა

იანვარი 26, 2021იანვარი 26, 2021

ხატია იაშვილი 55518 48 88 –

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტ ირაკლი ფანგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულს აღნიშნული თანხის გადასახდელად 40-დღიანი ვადა მიეცა, პარალელურად კი ირაკლი ფანგანი კვირაში ერთხელ გამომძიებელთან უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ჩადენილს არ ნანობს და ბრძოლას გააგრძელებს.

– ისევ, ძველებურად ვიაქტიურებ, აქციებშიც მივიღებ მონაწილეობას და ვიბრძოლებ ბოლომდე. პოზიცია არ შემიცვლია, მაგრამ მე თუ არა, სხვა გააკეთებს ანალოგიურს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეთანხმები, – განაცხადა ირაკლი ფანგანმა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ირაკლი ფანგანს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან საქმის საბოლოო განხილვამდე მიახლოება ეკრძალება. წინა სასამართლო სხდომა 16 თებერვალს დაინიშნა.

– თქვენ ხართ იმისთვის, რომ გამოხატოთ თქვენი აზრი, მაგრამ შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რა ფარგლებში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ქმედება. თქვენი გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლების შეზღუდვა. თქვენივე უსაფრთხოებისთვის, რომ დაცული იყოთ ბრალის დამძიმებისგან თქვენივე ქმედებით, სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, – განუცხადა ბრალდებულს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებდნენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს სამოქალაქო აქტივისტმა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ალტერანტივას” წევრმა ირაკლი ფანგანმა ნაგვის ურნიდან ნარჩენები თავზე დააყარა. ინციდენტი ევროპის მოედანზე მოხდა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
77
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევაა, აქედან 23 – აჭარაში
  • გიორგი გახარია: იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც, სწრაფი აღდგენის პირობებში, ზაფხულისთვის გაგვეხსნება →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"