საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევაა, აქედან 23 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსის 23 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 72 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა რეგიონში 34 395-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება ერთი პაციენტი. რეგიონის მასშტაბით, კლინიკაში მკურნალობს 219 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში – 118, ონლაინკლინიკაში – 345.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა -ანტიგენის ტესტით, 11 492 – პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 254 822-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 050 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 244 446-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 096 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 006 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 426, აჭარაში – 23, იმერეთში – 202, ქვემო ქართლში – 49, შიდა ქართლში – 79, გურიაში – 17, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 98, კახეთში – 69, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში -15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში – 1, იმერეთში – 23.
353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 178 – თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 189, აჭარაში – 98, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან – 25 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 977 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 135 პირი, აჭარაში – 979, იმერეთში – 1 694.