ინფიცირებულთა რიცხვის კლების ტენდენცია გრძელდება
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, რითაც იმათი რიცხვი, ვინც კოვიდი დაამარცხა 34 460-მდე გაიზარდა. დღეს კლინიკა დატოვა 15-მა მოქალაქემ. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი. კლინიკაში მკურნალობს 211 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში – 121, ონლაინკლინიკაში – 317.
სულ საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 742 ახალი, დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბერდია სიჭინავამ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, 27 იანვრის მდგომარეობით, არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
– ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 007 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 627 – ანტიგენის ტესტით, 7 380 – პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 742 ახალი, დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 255 564-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 081 პირი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 245 527-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 108 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 742 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 340 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 89, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 49, გურიაში – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 70, კახეთში – 75, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში -12, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 6 903, საიდანაც 2 842 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 395, აჭარაში – 211, იმერეთში – 564. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 670 პირი, მათ შორის, თბილისში – 310, აჭარაში – 48, იმერეთში – 173. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 177 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 1, იმერეთში – 20.
347 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 174 – თბილისში, 121 – აჭარაში, 15 – იმერეთში. 3 714 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 497 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 204, აჭარაში – 90, ხოლო იმერეთში – 9. სულ 6 ოქტომბრიდან 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 000 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 915 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 11 231, აჭარაში – 887, იმერეთში – 1 689, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.