საქართველოში ახალი კორონავირუსის 723 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 33 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 33 შემთხვევა გამოვლინდა, 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 539-ს შეადგენს. არსებული ინფორმაციით, რეგიონში დღეს კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფ პაციენტთაგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკაში მკურნალობს 203 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 108, ხოლო ონლაინკლინიკაში – 302.
28 იანვრის მონაცემებით, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 723 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი, ქვეყანაში ჩატარდა 17 850 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარ ტესტით – 7 132.
საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 203, იმერეთში – 546.
კარანტინის რეჟიმშია 538 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 770, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.