საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 669 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 40
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ბოლო 24 საათში აჭარაში ახალი კორონავირუსის 40 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 51 მოქალაქე. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში გამოჯანმრთელებულია 34 590 პირი. არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით კრიტიკულია 3 პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის მკურნალობს 195 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 100 ინფიცირებული რჩება, ონლაინკლინიკაში – 270.
სულ საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 669 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630 – პისიარ ტესტით. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 256 956-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 247 096-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 148 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 669 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 285, აჭარაში – 40, იმერეთში – 119, ქვემო ქართლში – 41, შიდა ქართლში – 23, გურიაში – 16, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 79, კახეთში – 49, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში -10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 6 686, საიდანაც 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 375, აჭარაში – 195, იმერეთში – 512. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში – 289, აჭარაში – 47, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში – 3, იმერეთში – 17.
322 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 100 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 220, ხოლო აჭარაში – 104. სულ 6 ოქტომბრიდან 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 146 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 108 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 924 პირი, აჭარაში – 831, იმერეთში – 1 498.