შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

აჭარაში სასწავლო პროცესი პირველი თებერვლიდან განახლდება

იანვარი 30, 2021იანვარი 30, 2021

ნინო ცხვარაძე 595 96 63 65

პირველი თებერვლიდან აჭარაში მთელი რიგი შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება იგეგმება. სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გაიხსნება სავაჭრო და ღია ტიპის კვების ობიექტები. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განცხადება 29 იანვრის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

– სტაბილური ეპიდვითარების ფონზე საშუალება გვექნება ნელ-ნელა და თანმიმდევრულად აღვადგინოთ ეკონომიკა, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე ასევე ისაუბრა ავიამიმოსვლის აღდგენასა და მთელი რიგი წესების გამარტივებაზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო და ტურისტების მოზიდვა.

-ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენა დამოკიდებული იქნება როგორც ბიზნესის, ისე რიგითი მოქალაქეების მხრიდან წესების დაცვაზე, რაც მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბოლო პერიოდში 9 ათასზე მეტ მოქალაქეს ტესტირება ჩაუტარდა, მათ შორის, უმრავლესობა სკოლის პედაგოგები და სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.

-გაფართოებული ტესტირება საშუალებას მოგვცემს, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემო შევქმნათ. რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, ამ მიმართულებითაც ბათუმის მერიამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, რაც მოქალაქეების უსაფრთხოებისკენაა მიმართული, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
100
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ნატალია ზოიძე აირჩიეს
  • საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევიდან 44 აჭარაში გამოვლინდა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"