შაბათი, აპრილი 17, 2021
სიახლე:
  • „ბულვარი ჩვენია“ – აქცია აჭარის მთავრობასთან
  • ,,პრიმავერა” – გამოფენა ხელოვნების მუზეუმსი
  • ,,გწამდეთ და იხილავთ სიყვარულს ნათელ ფერებში”
  • დაბაძველი არ ძველდება
  • ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ბაგა-ბაღების თანამშრომლებს სახელფასო დანამატი გაეზარდათ

იანვარი 31, 2021იანვარი 31, 2021
ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2021 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანეს. მისი შემოსულობები ადრინდელი 11,8 მილიონის ნაცვლად 12 970 000 ლარით განისაზღვრა. სხდომაზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარმოდგენილ პროექტში სახელფასო დანამატი 25 პროცენტით გაუზარდა შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულ თანამშრომლებს. წინა ბიუჯეტს 14 830 ლარი დაემატა.

გარდა ამ სიახლისა, გარდამავალ პროექტებს 731160 ლარი დაემატა. 300 ათასი ლარი გაითვალისწინეს ნაგავმზიდი ავტომანქანის შეძენისთვის. შტატგარეშე მომუშავეთა ხელფასი 12 100 ლარით დააფინანსეს. ჯამში, საერთო დანამატმა 1.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

სხდომაზე განხილულ საკითხებზე მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა ედნარ კეჟერაძემ, ფატი ჭაღალიძემ, ზურაბ ვაშაყმაძემ, ვახტანგ ზოიძემ.

სხდომამ საქმიან ატმოსფეროში ჩაიარა. განხილულ საკითხებს საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში დასაქმებულებს მართლაც, მცირე ხელფასი ჰქონდათ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ცენტრალური და რეგიონული ბიუჯეტიდან მობილიზებული თანხებით ამ ეტაპზე მათ სახელფასო დანამატი 25 პროცენტით გაუზარდა, – გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
1301
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← საქართველოში ახალი კორონავირუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 – აჭარაში
  • განაცხადი, რომელსაც სახელმწიფო 2024 წელს გააკეთებს… რა გამოცდების ჩაბარება მოუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის? →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



ბანერი

არქივი

  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"