პირველი თებერვლიდან მართვის უფლებისთვის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ ისინი, ვისაც თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კოვიდD-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ გასნას პირველი თებერვლიდან იწყებს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურებიან.
მათივე ინფორმაციით, პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს გამოცდა შესაბამისი ნებართვისთვის, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GP
სისტემით აღჭურვილი,
-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ძველი საგამოცდო მანქანები ეტაპობრივად ჩანაცვლდება ახალი მოდელებით.
პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით . მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. პირველი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.
ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის მისაღები გამოცდის ჩაბარებას. „მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

