საქართველოში ახალი კორონავირუსის 479 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93-
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 25 შემთხვევა გამოვლინდა, 61 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 693-ს შეადგენს. უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა ათმა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფ პაციენტებს შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკაში მკურნალობს 196 პაციენტი, კლინიკურ სასტუმროში – 103, ხოლო ონლაინკლინიკაში – 260.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 12 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 777 – ანტიგენის ტესტით და 4 923 – პისიარტესტით. შედეგად, 479 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 491 პირი. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 258 111-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 028-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 479 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 191 შემთხვევა, აჭარაში – 25, იმერეთში – 90, ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 28, გურიაში – 24, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 44, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 5 879, საიდანაც 2 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 309, აჭარაში – 196, იმერეთში – 506. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 573, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 49, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 125, აჭარაში – 3, იმერეთში – 14.
304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 176 – თბილისში, 103 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 898 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 545 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 223, ხოლო აჭარაში – 126. სულ 6 ოქტომბრიდან 30 იანვრის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 201 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 212 პირი, აჭარაში – 854, იმერეთში – 1 612.