ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან 15 აჭარაში დადასტურდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა გამოვლინდა, 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 34 752-ს შეადგენს. უწყების ცნობით, კლინიკა დატოვა 19-მა პაციენტმა. ამასთან, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულია. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს 209 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 94, ხოლო ონლაინკლინიკაში – 226.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 056 კვლევა ტესტით, მათ შორის, 5 490 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 3 566 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 258 351-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 681 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 249 709-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 16 პირი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 3 194 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარაში – 15, იმერეთში – 37, ქვემო ქართლში – 19, შიდა ქართლში – 21, გურიაში – 3, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, კახეთში – 17, მცხეთა-მთიანეთში – 6, სამცხე-ჯავახეთში – 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 422, საიდანაც: 2 676 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 321, აჭარაში – 209, იმერეთში – 499. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 569 პირი, მათ შორის, თბილისში – 252, აჭარაში – 46, იმერეთში – 147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 162 პირი, მათგან თბილისში – 121, აჭარაში – 4, იმერეთში – 16.
268 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის, 176 – თბილისში, 94 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 474 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 123. სულ 6 ოქტომბრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 269 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 689 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 9 715, აჭარაში – 775, იმერეთში – 1 538.