განცხადება
აჭარის ჭიდაობის ფედერაცია
14 თებერვალს გაიმართება აჭარის ჭიდაობის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, დღის 2 საათზე.
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ფედერაციის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატის დარეგისტრირების შესახებ;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დამოწმებული ნოტარიულად);
- ცნობა ნასამართლეობის არქონის შესახებ.
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატების მსურველთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 თებერვლის 18 საათამდე. კანდიდატთა განაცხადებები მიიღება ბათუმის სასპორტო სკოლის შენობაში.
მისამართი: ფიროსმანის ქ.№14. რეგისტრაციისთვის მიმართეთ აზა ქამადაძეს, ცნობისთვის დარეკეთ: 599 01 25 10, გელა.
აჭარის ჭიდაობის ფედერაციის გამგეობა

სულ ნანახია
675

დღეს ნანახია
1