ამბები
პარლამენტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
„კანონპროექტის მიღება განპირობებულია იმით, რომ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართში განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნია ზუსტად განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთებით დიდი ოდენობები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო ხარვეზის აღმოფხვრა და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის დახვეწა. ცვლილება დაკავშირებულია განჭვრეტადი საკანონმდებლო ნორმის არსებობის აუცილებლობასთან“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. მისივე თქმით, ცვლილების შესაბამისად, ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. აღნიშნული 8 ნივთიერება შეირჩა პრაქტიკაში მათი განსაკუთრებული დიდი სიხშირით გავრცელებისა და მოხმარების ფაქტიდან გამომდინარე.
– მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა ამფეტამინი, დეზომორფინი (ე.წ. „კრაკადილი“), ლიზელგინის მჟავა (ლსდ), მდმა (ე.წ. „ექსტაზი“), ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი. ოდენობების განსაზღვრისას მხედველობაში მივიღეთ აღნიშნულ ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები. ოდენობის საზომად აღებულია ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში ხდება სუფთა სუბსტანციის სახით. მაგალითად, კომბინირებულ პრეპარატებში სუფთა ნივთიერების ხვედრითი წილის მიხედვით ხდება აღნიშნული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ოდენობის დაანგარიშება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სულ ნანახია
450
დღეს ნანახია
1