საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 858 შემთხვევიდან 53 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 53 შემთხვევა გამოვლინდა, 34 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო განკურნებულთა საერთო რაოდენობა 34 786-ს შეადგენს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ექვსის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. უწყების მონაცემმების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 171 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 98, ონლაინკლინიკაში კი 229.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კოვიდ-19-თან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
– ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 271 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 459 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 5 812 – პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 858 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 259 209-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 580 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 250 289-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 858 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 339 შემთხვევა, აჭარაში – 53, იმერეთში – 158, ქვემო ქართლში – 49, შიდა ქართლში – 50, გურიაში – 38, სამეგრელო -ზემო სვანეთში – 85, კახეთში – 44, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 5 686, საიდანაც 2 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 229, აჭარაში – 171, იმერეთში – 485. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 575, მათ შორის, თბილისში – 254, აჭარაში – 44, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 160 პირი, მათგან თბილისში – 119, აჭარაში- 6, იმერეთში – 16.
283 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 191 – თბილისში, 91 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 883 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 480 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 202, ხოლო აჭარაში – 117. სულ 6 ოქტომბრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 357 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 569 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 621, აჭარაში – 746, იმერეთში – 1 528, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.