საქართველოში ახალი კორონავირუსის 688 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 23 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 39 პაციენტი. უწყების მონაცამებით, კრიტიკულ მდგომარეობაში, სუნთქვით აპარატზე იმყოფება 6 პაციენტი. ჯამში, რეგიონის კლინიკებში მკურნალობას გადის 174 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 114, ონლაინკლინიკაში – 193. აჭარაში დღემდე გამოჯანმრთელებულია 34 825 პაციენტი.
სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 688 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 788 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლბაში ვირუსით გარდაიცვალა 13 პაციენტი. საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 221 -ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 15 792 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, პისიარ ტესტით – 6 213. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 4,36%, ბოლო 14 დღის – 4,67%, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,87%. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 259 897 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 251 077 გამოჯანმრთელდა, 3 221 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 487, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 384 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 292 პირი.
კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 295, აჭარაში – 23, იმერეთში – 126, ქვემო ქართლში – 31, შიდა ქართლში – 45, გურიაში – 32, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 69, კახეთში – 50, მცხეთა-მთიანეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 5 573, საიდანაც 2 384 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 158, აჭარაში – 179, იმერეთში – 467