ახალი კორონავირუსით ინფიცირების 538 შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 538 შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი. კლინიკა დატოვა 13-მა გამოჯანმრთელებულმა. ამ დროისთვის რეგიონში ექვსი კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. კლინიკებში მკურნალობს 188 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 81, ონლაინკლინიკაში – 189.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 808 კვლევა, მათ შორის 9 163 ანტიგენის ტესტით და 7 645 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 538 დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 261 018-ს შეადგენს.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.2%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 4.2%, ხოლო 7 დღეში – 3.75%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 252 246-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 18 პირი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 258 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 227, აჭარაში – 25, იმერეთში – 83, ქვემო ქართლში – 35, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 31, მცხეთა-მთიანეთში – 9, სამცხე-ჯავახეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 488, საიდანაც 2 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1 078, აჭარაში – 188, იმერეთში – 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 538 პირი, მათ შორის თბილისში – 236, აჭარაში – 45, იმერეთში – 134. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 146 პირი, მათგან თბილისში – 103, აჭარაში – 6, იმერეთში – 16.
274 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 182 – თბილისში, 81 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 2 927 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 199, ხოლო აჭარაში – 174. სულ 6 ოქტომბრიდან დღემდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 531 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 734 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9 014 , აჭარაში – 789, იმერეთში – 1 502.