კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. გავრცელებული ცნობით, ანანიაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ დადასტურდა. ამ დროისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.
კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 2018 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა. იგი შინაგან საქმეთა სამინიტროში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.