ამბები
მახინჯაურში სკოლის მოსწავლეს კოვიდ-19 დაუდასტურდა
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს ახალი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. უფროსკლასელი სკოლაში ბოლოს 4 თებერვალს იყო, გუშინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტის პასუხი კი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ინფიცირებულის კლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ეპიდემიოლოგების მითითებით, ისინი თვითიზოლაციაში არიან.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველ თებერვალს განახლდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი ხვალიდან, მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლებში პირბადის ტარება მოუწევთ.
სულ ნანახია
424
დღეს ნანახია
1