ხანძარი – ხოფის ბაზრობაზე
ხატია იაშვილი 555 18 48 88 –
დღეს ხოფის ბაზრობაზე რამდენიმე ჯიხურს და საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები. ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით, დაუდგენელია, ხოფის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მაღაზიის მეპატრონეს შესაძლოა ბათუმის მერია დაეხმაროს. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
“რამდენიმე წუთის წინ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ დაშავებულები არ გვყავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტოლებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და მოქალაქის დახმარება. ვიცით, რომ ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში შეძლეს ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს მოკვლევა”, – განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.