საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 357 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 19 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93
აჭარის ჯანრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 58 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია – 35 201. დღეს კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა. კრიტიკულია 5 პაციენტის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 170 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 98 ინფიცირებული, ონლაინკლინიკაში – 118.
დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსის 357 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 652 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში ვირუსით ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12 173, პისიარტესტით – 7 172. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,85%, ბოლო 14 დღის – 3,06%, ბოლო 7 დღის – 2,76%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 265 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 258 093 გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 212 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 948 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 238 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 49, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 27, გურიაში – 35, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც, 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 875, აჭარაში – 170, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 435 პირი, მათ შორის, თბილისში – 174, აჭარაში – 39, იმერეთში – 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.
238 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 126 – თბილისში, 98 – აჭარაში, 14 – იმერეთში. 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 212 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 103, ხოლო აჭარაში – 43. სულ 6 ოქტომბრიდან 14 თებერვლის ჩათვლით სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 802 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 675, აჭარაში – 629, იმერეთში – 1 394.

