საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 740 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 32 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 35 278-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა 6 პაციენტი. აჭარაში მკურნალობს: კლინიკაში – 152 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 102, ონლაინკლინიკაში – 101.
16 თებერვლის მონაცემებით, სულ საქართველოში ახალი კორონავირუსის 740 შემთხვევა გამოვლინდა, 496 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.
დღეს გამოვლენილი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში – 328 შემთხვევა, აჭარაში – 32, იმერეთში – 138, ქვემო ქართლში – 25, შიდა ქართლში – 69, გურიაში – 55, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 41, კახეთში – 33, მცხეთა-მთიანეთში –9, სამცხე-ჯავახეთში –7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 3 831, საიდანაც 1 848 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 816, აჭარაში – 152, იმერეთში – 446. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 395, მათ შორის თბილისში – 168, აჭარაში – 38, იმერეთში – 114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 69, აჭარაში – 6, იმერეთში – 14.
230 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში, მათ შორის 112 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 753 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 113, ხოლო აჭარაში – 44.
6 ოქტომბრიდან 16 თებერვლამდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 22 864 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 020 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 112 პირი, აჭარაში – 609, იმერეთში – 1 204.