საქართველოში ახალი კორონავირუსის 147 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 11 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინცორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ახალი კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 21 პაციენტი. რეგიონში ვირუსი სულ 35 419 მოქალაქემ დაამარცხა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა ორმა პაციენტმა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 194 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 38, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 მოქალაქე, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 77 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში – 94. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 515 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 64, აჭარაში – 11, იმერეთში – 28, ქვემო ქართლში – 1, შიდა ქართლში – 16, გურიაში – 10, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 12, კახეთში – 4, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 275 კვლევა, მათ შორის 2 736 – ანტიგენის ტესტით და 2 539 – პისიარ ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 268 502-ს შეადგენს.
22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის – 2.6%, ხოლო 7 დღის – 2.6%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 262 244-მდე. ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 447 პირი ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 2 785, საიდანაც 1 713 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 766, აჭარაში – 194, იმერეთში – 368. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 336, მათ შორის, თბილისში – 110, აჭარაში – 38, იმერეთში – 107. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში – 65, აჭარაში – 8, იმერეთში – 11.
207 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 117 – თბილისში, 77 – აჭარაში, 11 – იმერეთში. 865 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 318 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 104, ხოლო აჭარაში – 94. სულ 6 ოქტომბრიდან 21 თებერვლის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 23 060 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 937 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 767 პირი, აჭარაში – 515, იმერეთში – 908.

