აჭარის მუზეუმის ონლაინჩართვები
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით მუზეუმის სიციალურ გვერდზე რამდენიმე ონლაინაქტივობა ჩაატარა.
თარიღთან დაკავშირებით სოციალურ გვერდზე აიტვირთა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის მმართველის, პროფესორ ოთარ გოგოლიშვილის ვიდეოლექცია თემაზე: „საქართველოს ოკუპაციის დღე“, ვიდეო – „წერილები წარსულიდან“, რა იწერებოდა 1921 წლის პრესაში, იუნკერ გიორგი თევზაძის „წერილი სამშობლოს“, რომელიც დირექტორის მოადგილე ინგა გოგიბერიძემ წაიკითხა. საინტერესო იყო პირდაპირი ჩართვა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში წარმოდგენილი ფოტოგამოფენიდან „მოგზაურობა ისტორიაში“.
როგორც აჭარის მუზეუმის დირექტორმა თეონა ზოიძემ გვითხრა, არც უფროსკლასელები დაუტოვებიათ უყურადღებოდ. მათთვის 15 კითხვა აიტვირთა 4 სავარაუდო პასუხით და ვიქტორინის სახე მიეცა. კითხვები, ასევე, დაკავშირებული იყო თემასთან: „რა ვიცით საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით“.
ონლაინჩართვებმა დიდი ინტერესი გამოიწვია, მას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

