ამბები
რა საკითხებით მივიდა შარლ მიშელი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე?
ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –
გუშინ, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით.
როგორც გაირკვა, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ 6-პუნქტიან დღის წესრიგზე, რომელიც დიალოგის ფარგლებში სამომავლოდ უნდა განიხილონ.
6 საკითხი, რომელიც შარლ მიშელმა ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიტანა:
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა – რეფორმები დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში;
- კანონის უზენაესობა/სასამართლოს რეფორმა:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი;
- იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები;
- რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად;
- პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტა/პატიმრების საკითხი;
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება:
- საგამოძიებო კომისია;
- როლებისა და პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილება პარლამენტში;
- პოტენციური ვადამდელი არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;
- ფასილიტაცია/მედიაცია/საკითხის შემდგომი განხილვა მარტში;
შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. მასში მონაწილეობა არ მიუღია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
სულ ნანახია
391
დღეს ნანახია
1