ახალი კორონავირუსით ინფიცირების 360 შემთხვევიდან 14 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსის 14 შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 180 პაციენტი, მძიმე მდგომარეობაშია 30 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 4 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია – 34, საკარანტინე სივრცეში – 24, თვითიზოლაციაში იმყოფება 407 პირი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 349 კვლევა, მათ შორის 14 742 – ანტიგენის ტესტით და 10 607 – პისიარტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 271 739-ს შეადგენს.
2 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.42%, ბოლო 14 დღის – 1.7, ხოლო 7 დღის – 1.3%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 265 805-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 541 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 194, აჭარაში – 14, იმერეთში – 50, ქვემო ქართლში –9, შიდა ქართლში – 35, გურიაში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 25, კახეთში – 8,მცხეთა-მთიანეთშიი – 8, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე, აქტიური შემთხვევა არის 2 367, საიდანაც 1 477 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 709, აჭარაში – 180, იმერეთში – 265. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 247 პირი, მათ შორის თბილისში – 96, აჭარაში – 30, იმერეთში – 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 95 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 4, იმერეთში – 11. ამასთან, 151 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 105 – თბილისში, 34 – აჭარაში, ცხრა – იმერეთში. 739 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 258 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 107, ხოლო აჭარაში – 24. სულ 6 ოქტომბრიდან – 3 მარტის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 23 420 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 253 პირი, მათ შორის თბილისში – 2 871, აჭარაში – 407, იმერეთში – 688.

