შაბათი, ივნისი 10, 2023
სიახლე:
  • ,,შუახევში კერძო ბაგა-ბაღი არ გვაქვს და არც მისი გახსნის მოლოდინი”
  • ,,ბედნიერება ბედნიერი წამებისგან შემდგარი გრძნობაა”
  • ხუცუბანში გურამ თამაზაშვილის სახელობის სახელოვნებო სკოლა გაიხსნა
  • ბათუმი მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს
  • ,,ევროპული ერთობა” – ეს წიგნი გზამკვლევია
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები გააცნეს

მარტი 4, 2021მარტი 4, 2021

ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის – „0706 სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით“ ფარგლებში დაგეგმილი ქვეპროგრამის „სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, პირველად წარმოებასთან ერთად რომ განვითარდეს ადგილზე წარმოებული პროდუქციის გადამუშავების შესაძლებლობები.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსება არის მიზნობრივი დასაქმების მექანიზმი და იგი უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა და ქვეპროგრამა ხულოს, შუახევის, ქედის მოსახლეობის წარმომადგენლებს გააცნეს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ, მინისტრის მოადგილე სულხან მოწყობილმა, „აგროსერვისცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბერიძემ, სამინისტროს პასუხისმგებელმა მუშაკებმა. ღონისძიებებს დაესწრნენ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარები ანზორ ბოლქვაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელები.

ითქვა, რომ ქვეპროგრამის თანადაფინანსების მინიმალური რაოდენობა შეადგენს 5 ათას ლარს, ხოლო მაქსიმალური- 40 ათას ლარს. ეს წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების არაუმეტეს 80 პროცენტია, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა არანაკლებ – 20 პროცენტი. ქვეპროგრამის საერთო ბიუჯეტი ერთ მილიონ ლარს უახლოვდება.

პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: მემცენარეობა, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები და ბაღჩეული კულტურების წარმოება; მეცხოველეობა.

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან საოჯახო მეურნეობები და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებები.

ხულოში, შუახევსა და ქედაში გამართულ შეხვედრებზე დამსწრეთ ამომწურავი პასუხები გასცეს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
409
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „ქედა აჭარის რეგიონში მეღვინეობის ცენტრია“
  • საქართველოში ახალი კორონავირუსის 133 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 3 – აჭარაში →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"