პარასკევი, მაისი 16, 2025
სიახლე:
  • ვირტუალური ურთიერთობა – სრულფასოვანი კავშირი თუ. . .
  • „თუ რაიმე ზრდის ადამიანს, საკუთარი თავში უკვდავების აღმოჩენა“
  • ბათუმის კლასიკური ბალეტის სკოლა – საანგარიშო კონცერტით საზოგადოების წინაშე
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის მეგობრობის სახალხო ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
  • წარმატებული გამოსვლა
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

მარტი 5, 2021მარტი 5, 2021

ნათია იმნაიშვილი: 27 48 93 –

15 მარტიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეგისტრაციისთვის ვადები განსაზღვრა. პროცესი ოთხეტაპიანია. მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

პირველ ეტაპზე, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

– პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი შეაფასებს ბავშვს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის პერიოდია 2021 წლის 29 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღვევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ, – აღნიშნავენ სამინისტროში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

მესამე ეტაპი, საყოველთაო რეგისტრაცია კი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა საჭიროა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

კიდევ ერთი, მეოთხე ეტაპი კი სკოლებში 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

– მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას; მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), – აცხადებენ უწყებაში.

ამასთან, სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
568
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← გმირების დედებს დღესასწაული მიულოცეს
  • „ერთად ვასხივოთ წიგნიერება“ – „მწიგნობარის“ მატარებელი მოაზროვნე და მაძიებელი ბავშვებისათვის →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მაისი 2025
  • აპრილი 2025
  • მარტი 2025
  • თებერვალი 2025
  • იანვარი 2025
  • დეკემბერი 2024
  • ნოემბერი 2024
  • ოქტომბერი 2024
  • სექტემბერი 2024
  • აგვისტო 2024
  • ივლისი 2024
  • ივნისი 2024
  • მაისი 2024
  • აპრილი 2024
  • მარტი 2024
  • თებერვალი 2024
  • იანვარი 2024
  • დეკემბერი 2023
  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"