აკრედიტაციის ახალი წესი – საკანონმდებლო ორგანოში
ნანა აბულაძე: 577 20 35 90 –
ბათუმის მასმედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს აჭარის საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა ცეცხლაძემ “აჭარის ავტონომიური რესპუბიკის უმაღლესი საბჭოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის წესის” ბრძანების პროექტი წარუდგინა. როგორც ვაჟა ცეცხლაძემ აღნიშნა, პროექტის მიზანია მედიასაშუალებებსა და საკანონმდებლო ორგანოს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება-რეგულირება კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების დაცვით.
პროექტის წარდგინება, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, მიზნად ისახავდა მედიის წარმომადგენლების მოსაზრებების, წინადადებების, რეკომენდაციების მოსმენა-გაანალიზებას, შეჯერებას შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში. ვაჟა ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო სფეროში მომუშავე ჟურნალისტების მოსაზრებები, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია მის უშუალო მიღებამდე: – აკრედიტაციის წესის მიღების შემდეგ მასმედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაიარონ აკრედიტაცია და საშვთა ბიუროში არ დაკარგონ დრო, რის გამოც აქამდე ხშირად გამოთქვამდნენ საყვედურს. აღნიშნული ცვლილების შემდეგ მასმედიის წარმომადგენლებს შეეძლებათ ერთი წლით ან სამი თვით აიღონ აკრეტიდაცია,, ასევე არის სპეციალური აკრეტიდაცია, რაც გულისხმობს საშვის აღებას ერთჯერადად. ამ სამი ვარიანტიდან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ხელმძღვანელებს შეუძლიათ აირჩიონ აკრედიტაციის სასურველი ფორმა. ხელმძღვანელები შეზღუდულნი არ არიან აკრედიტაციაზე წარდგენილი ჟურნალისტების რაოდენობაში. აღნიშნული პროექტი უმოკლეს ვადაში იქნება მიღებული, – აღნიშნა ვაჟა ცეცხლაძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, პროექტის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებების, წინადადებებისა და რეკომენდაციების წერილობით მიწოდება შესაძლებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ელექტრონულ ფოსტაზე: , ასევე, პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსის ელექტრონულ ფოსტაზე: .
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხილვამდე, გაზეთ “აჭარას” 100 წლის იუბილე მიულოცა და მის თითოეულ წარმომადგენელს წარმატებები უსურვა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძემ.