ხუთშაბათი, თებერვალი 9, 2023
სიახლე:
  • მთა ჩირუხის სახეცვლილება უკვე თვალსაჩინოა
  • “ხსნა ხარისხიანი განათლების მიღებაშია”
  • ძლიერი ქალი – მომავლის სოფლისთვის
  • ახალი პროგრამები წარადგინეს
  • როგორ გავუმკლავდეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენი დროის თანმდევია?
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
საზოგადოება

დღის ცენტრი – უსახლკარო მოზარდებისთვის

მაისი 7, 2021მაისი 7, 2021

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93

საქველმოქმედო ფონდმა „იალქანი“ საერთაშორისო სტანდარტების დღის ცენტრი გახსნა, რომელიც აჭარის რეგიონში ერთადერთია და ის 35-მდე ბავშვს მოემსახურება. ცენტრის სერვისები გათვლილია ქუჩაში მცხოვრებ, ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზე. იგი აჭარის მთავრობის თანადგომითა და მხარდაჭერით, განსაკუთრებით კი მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის უშუალო მონაწილეობით გაიხსნა.

მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ დღის ცენტრისთვის შესაბამისი ფართი გამოყო, შესაძლებელი გახდა პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მოპოვება. მათ შორისაა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო „თიკა“ და კომპანია „სილქროუდჯგუფი“, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ცენტრის გარემონტებასა და აღჭურვაში.

ფონდს „იალქანი“ არაერთი პროექტი აქვს, მისი დირექტორი თიკო აბაშიძე იმედოვნებს, რომ მათი განხორციელება უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება.

– ამჟამად რამდენი ბავშვი გყავთ და რა კრიტერიუმით ხდება მათი შერჩევა?

– ფონდში 150 ბავშვია რეგისტრირებული. ისინი ფონდის სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობენ, თუმცა ყოველდღიურ სერვისებში მხოლოდ 30 ბავშვი გვყავს ჩართული. ძირითადად, სკოლის მიღმა დარჩენილ, ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან ვმუშაობთ. მათ სოციალური უნარების გაუმჯობესებასა და სკოლაში დაბრუნებაში ვეხმარებით.

– რომელი ასაკიდან იღებთ ბავშვებს?

– ასაკი არ არის განსაზღვრული. ნებისმიერი ასაკის ბავშვს ვიღებთ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.

– რა პროგრამები გაქვთ?

– ამჟამად გვაქვს კვების პროგრამა, უცხო ენების შემსწავლელი კურსი, ლიტერატურული კლუბი, არაფორმალური განათლების ტრენინგები, ხატვის წრე, მოზარდი გოგონებისთვის – მაკიაჟის შემსწავლელი კურსები, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის – დაწყებითი საფეხურის სასწავლო კურსი.

– რა არის თქვენთვის პრიორიტეტული?

– ჩვენთვის პრიორიტეტი იყო და არის განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ხშირად, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახის ბავშვებს არათანაბარ პირობებში უწევთ განათლების მიღება. ის რესურსი არ არის მათთვის ხელმისაწვდომი, რაც სხვა ბავშვებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ვცდილობთ, მათ დავეხმაროთ და წავშალოთ ზღვარი მდიდარ და ღარიბ ბავშვებს შორის.

– ვინ აფინასნებს ორგანიზაციას?

– ჩვენი ორგანიზაცია უკვე 7 წელია თვითდაფინანსებით, საზოგადოების და ბიზნესის მხარდაჭეერით მუშაობს. დღემდე არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რომელმაც ბევრი ბავშვის ცხოვრება ძირეულად შეცვალა და მათ მეორე შანსი მისცა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოზარდების განათლება, ჯანმრთელობა, მათი ადვოკატირება. . . მარტოხელა მშობლების ხელშეწყობა და დასაქმება.

– რა გეგმები გაქვთ?

– გვსურს, მომავალში მარტოხელა და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თავშესაფარი ავაშენოთ, სადაც მცირე მეურნეობა იქნება. ისინი გარკვეულ გამოცდილებას მიიღებენ, ასევე შეაგროვებენ თანხას – თავშესაფრის დატოვების შემდეგ ცხოვრების გაგრძელება და შვილების უზრუნველყოფა რომ არ გაუჭირდეთ. ვფიქრობთ, ამ დრომდე ხალხში მოპოვებული ნდობა და სიყვარული გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები დავისახოთ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
355
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← ჩაოობა არ დაივიწყეს
  • ასეთი წარმატება ხულოს არ ახსოვს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"