პარასკევი, მარტი 24, 2023
სიახლე:
  • ,,რწმენა ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია”
  • მეთოჯინეთა საერთაშორისო დღე სპექტაკლის პრემიერით აღინიშნა
  • ვინ მიიღებს მონაწილეობას 9 აპრილს ,,ენმ” – ის დაანონსებულ აქციაში?
  • სადაც საქმეა, იქ სათქმელიც მეტია
  • ბათუმი წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

თოვლი – მაისში ?!

მაისი 10, 2021მაისი 10, 2021

ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14 –

უჩვეულოდ თბილ ზამთარს ჭირვეული მარტ-აპრილი მოჰყვა. ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებში მცენარეების ვეგეტაცია, საზაფხულო ხვნა-თესვა ორი-სამი კვირით გადაიდო. მაისის პირველ დეკადაში ჰაერის ტემპერატურის უეცარმა მომატებამ, ნალექის ნაკლებობამ დასახნავი ნაკვეთები გამოგვალა, რამაც ფერმერებს დამატებითი საზრუნავი გაუჩინა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მობილიზებული სახნავი ტრაქტორები რომ არა, ნაკვეთების უმრავლესობა დაუხნავი რჩებოდა.

9 მაისის დღის პირველ ნახევარში მთიანი აჭარის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი იყო, რამაც გარკვეულად დააზიანა ყვავილობაში შესული კულტურული მცენარეები, შპალერზე გაყვანილი და ჭიგოზე შემოხვეული ვაზი.

მაისისთვის უჩვეულოდ ძლიერ ქარს წვიმაც დაერთო. ნალექების ინტენსივობამ დღის მეორე ნახევარში იმატა. ღამით ზღვის დონიდან 800 მეტრზე მაღლა მდებარე სოფლებში წვიმა თოვაში გადაიზარდა. გამთენიისას უკვე დახნულ-დათესილ ნაკვეთებზე, ყვავილობაში შესულ მცენარეებზე თოვლი იდო.

– 90 წელს მივატანე, – გვითხრა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის მკვიდრმა უშანგი ბაიაძემ, – და მსგავსი მხოლოდ ორი შემთხვევა მახსენდება – 1966 წლის 6 ივნისს მოთოვა. იმხანად ჩვენი კოლმეურნეობის კუთვნილი პირუტყვი მთა ყავრიანზე გვყავდა გაყვანილი. თოვლის საფარი მთაში 30-40 სანტიმეტრი იყო, მაგრამ ბარში ნათესები და ხეხილი მოყინვას გადარჩა. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყო 1999 წლის 19 მაისს, როცა დილით დაწყებული თოვა შუადღემდე გაგრძელდა. სოფლის ცენტრში თოვლის საფარმა 15-290 სანტიმეტრს მიაღწია. თოვლმა დაამტვრია ხეხილი, ნაწილობრივ მოყინა ერთწლიანი ნათესები. მას შემდეგ გაზაფხულზე მსგავსი აღარაფერი მახსოვს. დღეს დილითაც თოვდა, მაგრამ 11 საათისთვის მზემ გამოიხედა. იმედია, წაყინვებს ამჯერადაც გადავრჩებით, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება მკარნახობს, რომ ნიგოზს, კიტრს, ლობიოს ამინდის ცვალებადობა და სიცივე გარკვეულწილად, მაინც დააზიანებს. ისევ მწყალობელი ბუნების იმედზე ვართ. მთავარია, ღამის საათებში ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლა არ დაეცეს, მიწაზე და ხეებზე თოვლი აღარ იდოს.

სულ ნანახია
სულ ნანახია
321
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← “ონკოლოგია არ არის სასიკვდილო განაჩენი, საწყის სტადიაზე განკურნება შესაძლებელია”
  • 15-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ფეხბურთი ახალ სტადიონზე გაიმართა →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"