ოთხშაბათი, სექტემბერი 27, 2023
სიახლე:
  • მეგობრობის ისტორია შეწყდა, მაგრამ აუცილებლად გაგრძელდება
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
  • ბათუმი ,,ტურიზმის ოსკარს” უმასპინძლებს
  • ,,ძალიან მინდა, ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი საქართველო გამთლიანდეს…”
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

დავით გაბაიძე: ცხოვრების ნორმალური რიტმის დასაბრუნებლად ვაქცინაცია აუცილებელია

მაისი 11, 2021მაისი 11, 2021

ნინო ცხვარაძე 595 96 63 65 –

ჩინურ „სინოფარმზე“ გააკეთა არჩევანი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ და „საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.

დავით გაბაიძე აცხადებს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი საშუალებაა.

– ცხოვრების ნორმალური რიტმის დასაბრუნებლად ვაქცინაცია აუცილებელია, ამიტომ გავიკეთე აცრა. ყველას, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ. აცრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, – განაცხადა დავით გაბაიძემ, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებაც უპასუხა. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩეული დეპუტატის ადგილი წარმომადგენლობით ორგანოშია.

-ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვლენ თუ არა უმაღლეს საბჭოში, მათი გადასაწყვეტია, თუმცა, ჯერ თავადაც არ არიან ჩამოყალიბებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. დაახლოებით ათ დღეში მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გავიტანთ, თუ ისინი თავიანთ ნებას არ დააკორექტირებენ, – უთხრა ჟურნალისტებს დავით გაბაიძემ.

„საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში“ ვაქცინაციის პროცესს დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

-დღეის მდგომარეობით, აქტიურად მიმდინარეობს „სინოფარმზე“ ვაქცინაცია და ადმინისტრირება ხდება 9 სამედიცინო დაწესებულებაში. დაცულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია ტარდება 3 დაწესებულებაში, ხოლო „ფაიზერით“ – რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ უკანასკნელით აცრების მეორე ეტაპი 15 მაისს სრულდება. ამასთან, ჩვენ ვგეგმავთ, კიდევ, დამატებით სამედიცინო დაწესებულებების ჩართვას ვაქცინაციის პროცესში, მიმდინარე კვირაში – ქობულეთში და უახლოეს დღეებში – ბათუმსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. მინისტრი იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხებს, აცხადებს, რომ ისინი უნდა შეეცადონ, კიდევ სცადონ რეგისტრაცია, რადგან აცრის კაბინეტების დამატება მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.

-ასევე გაიზრდება სამუშაო დღეების რადენობა და დაწესებულებები ადამიანებს უქმე დღეებშიც მოემსახურებიან. გახანგრძლივდება სამუშაო საათებიც, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე. მისივე თქმით, რეგიონში ამ ეტაპისთვის 6 ათასზე მეტი ადამიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.

-„სინოფარმით“ უკვე ათასზე მეტი პირია ვაქცინირებული, ჯავშანი კი 3 ათასზე მეტია. არცერთი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის სურვილი აქვს, არ დარჩება აუცრელი, – ამბობს მინისტრი.

ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ „სინოფარმით“ აცრის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. ამის მიზეზად ნინო ნიჟარაძე ასახელებს იმას, რომ „სინოფარმის“ შემთხვევაში არ არის ასაკობრივი შეზღუდვა და 18 წლის ზემოთ, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისი გაკეთება.

-„ფაიზერი“ მხოლოდ 55 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის და მედპერსონალისთვის იყო და რაოდენობაც – მკაცრად შეზღუდული, „სინოფარმის“ რაოდენობა კი ხელმისაწვდომია, ასაკობრივი ბარიერიც მოხსნილია და ამცრელი კაბინეტების რაოდენობაც მეტია, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ნიჟარაძემ. მინისტრმა რეგიონში ზოგადი ეპიდსიტუაციაც შეაფასა.

-ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად, საშუალოდ, 120-ია, რაც საკმაოდ საყურადღებო რიცხვია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იყო უქმე დღეები, გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მომდევნო პერიოდში, შეზღუდვების მოხსნის და უქმეების დასრულების შემდეგ, თუ ყველა რეგულაცია მკაცრად არ დავიცავით, შესაძლოა ინფიცირებულთა რაოდენობამ იმატოს – სავარაუდოდ, მაისის ბოლოსკენ. ჩვენ არ ველოდებით ინფიცირებულთა რიცხვის უეცარ მატებას და დრამატულ სცენარს, მაგრამ ყველაფერი პირდაპირ დაკავშირებულია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაზე, – აცხადებს ნინო ნიჟარაძე. იმ შემთხვევისთვის, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, მინისტრის განცხადებით, რეგიონის ჯანდაცვის სისტემა მზადაა.

-მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ საწოლფონდის მობილიზებაზე. დღეის მდგომარეობით 700-მდე საწოლია მობილიზებული, მათ შორის, 120 რეანიმაციული. თუ აუცილებლობა იქნება, საწოლფონდიც გაიზრდება. კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ამ ეტაპზე რესპუბლიკური საავადმყოფოს გარდა კიდევ 3 კლინიკა ღებულობს ბათუმში, ქობულეთში კი ორი. დანარჩენი კლინიკები ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობენ, ანუ პაციენტებს, კოვიდის მკურნალობასთან ერთად, სხვა პროფილურ სერვისებსაც სთავაზობენ, – გვითხრა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, 11 მაისისთვის აჭარაში სულ 6327 მოქალაქეა აცრილი, აქედან „ფაიზერით“ -3150, „ასტრაზენეკათი“ – 1814, ხოლო „სინოფარმით“ – 1363.

სულ ნანახია
სულ ნანახია
357
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← „სტანდარტებისკენ სწრაფვა ხარისხიანი ფილმის შექმნაში დაგვეხმარება“
  • ამ ეტაპზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბრალდებებს არ პასუხობენ →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"