ოთხშაბათი, სექტემბერი 27, 2023
სიახლე:
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა
  • ბათუმი ,,ტურიზმის ოსკარს” უმასპინძლებს
  • ,,ძალიან მინდა, ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი საქართველო გამთლიანდეს…”
  • ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები, ამჯერად, ერთმანეთს დაემთხვა
  • გზა – ჩირუხისაკენ
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
ამბები

ბაირამი მიულოცეს

მაისი 13, 2021მაისი 13, 2021

ოთარ ცინარიძე 599 85 21 14 –

13 მაისს დასრულდა მუსლიმური კალენდრით გათვალისწინებული ერთთვიანი მარხვა. ისლამის მიმდევრებს 30 დღის განმავლობაში დილაუთენიიდან მიმწუხრამდე ჭამა, წყლის დალევა, აბის სახით წამლის მიღება ეკრძალებოდათ.

ქედის, შუახევის, ხულოს მუნიციპალიტეტებში და სხვა რეგიონებში მოსახლეობის ნაწილი ისლამის მიმდევარია. ისინი გულდასმით ასრულებენ იმ რიტუალებს, რასაც წმინდა წიგნი „ყურანი“ ქადაგებს.

30-დღიანი მარხვის დასრულების მომდევნო დღეს მუსლიმები რამადანის ბაირამს ზეიმობენ. დილაუთენია მეჩეთებში ხოჯა-მოლები მრევლთან ერთად არაბულ ენაზე ლოცვას აღავლენენ. ლოცვის დასრულების შემდეგ ოჯახებში ბრუნდებიან და სასაფლაოებზე გადიან.

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო წლევანდელი რამადანის ბაირამი რეგულაციების დაცვით იზეიმეს. ქედის, შუახევის, ხულოს აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირები, დეპუტატები მეჩეთებში მივიდნენ და მრევლს დღესასწაული მიულოცეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გურამ ზოიძე, ზამლეთის თემის მაჟორიტარი ამირან ბერიძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მირიან აბაშიძე ნიგაზეულის, ფურტიოს, ჭვანის, ხაბელაშვილების მეჩეთებში მივიდნენ და მომლოცველებს რამადანის ბაირამი მიულოცეს, ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

ჭვანის მეჩეთში ლოცვა შუახევის მუფთმა ასლან შარაშიძემ აღავლინა.

– მუნიციპალიტეტში 37 მეჩეთია. თითქმის ყველა მეჩეთში ლოცვა აღავლინეს. ყურადღების გარეშე მრევლი არ დაგვიტოვებია. რამდენიმე დღის წინ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ტაძრებსა და სამლოცველოებში მრევლთან ერთად გახლდით. ორივე საღვთო დღესასწაული სათანადო რეგულაციების დაცვით ჩატარდა, – გვითხრა ომარ ტაკიძემ.

სულ ნანახია
სულ ნანახია
404
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
2
გაზიარება
  • ← თორნიკე რიჟვაძე: ინტენსიური ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა
  • მშობლიური კუთხე არ ივიწყებს →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"