დიმიტრი ჭეიშვილმა უმრავლესობა დატოვა
ნინო ცხვარაძე 595 96 63 63 –
ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ჭეიშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდში გადადის. ამის შესახებ მან განცხადება სოციალური ქსელში გაავრცელა.
„უკანასკნელი 2 წელი ცალკეული პოლიტიკური პერსონების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა თუ განცხადებების გაკეთების ერთ-ერთ პლატფორმად იქცა სოცილური ქსელი, მეც ვერ ვიქნები გამონაკლისი . მოგეხსენებათ საკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანის, თავისუფლების მოპოვების ერთგვარი საშუალება იყო და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის. რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც მადლიერი ვარ და არაერთხელ აღმინიშნავს, თუმცა უკანასკნელი პერიოდის დაუსრულებელი კოჰაბიტაცია და მეტიც, ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ ბრძოლაში არჩევანის გაკეთება “ქართული ოცნების” აქტივსა და “ნაციონალური მოძრაობის”აქტივს შორის ამ უკანასკნელის სასარგრბლოდ არის მიუღებელი. მხედველობაში მაქვს გუშინ მომხდარი ფაქტი ხულოს საკრებულოში. რასაც დღეს დაემატა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სპეციალისტის გათავისუფლება. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს,რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში “ქართული ოცნების” ჩამოყალიბებაში, არის, მინიმუმ, უსამართლობა. რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია. . . ამიტომ მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. ვტოვებ “ქართულ ოცნებას”და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად“, – წერს დიმიტრი ჭეშვილი.
როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, დიმიტრი ჭეიშვილი გუნდის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიიდან გაურიცხავთ.
– დიმიტრი ჭეიშვილმა დატოვა „ქართული ოცნება“ და როგორც ამბობს, ის შეუერთდება გიორგი გახარიას არშექმნილ გუნდს. ნაცვლად იმისა, რომ თავისი უფლებამოსილება განეხორციელებინა და იმ მანდატით ესარგებლა, რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა მიანიჭა, ის დაკავებული იყო შიდა დესტრუქციით და წინააღმდეგობაში მოდიოდა გუნდთან, არღვევდა შიდა პარტიულ დისციპლინას. აქვე გეტყვით, რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი ჭეიშვილი პარტიიდან გავრიცხეთ. დღეს კი ვიმსჯელებთ საკრებულოში მისი თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონალურმა კოორდინატორმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი მანველიძემ.