ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
საქართველოში ახალი კორონავირუსის 5 924 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 4 777 პაციენტი, გარდაიცვალა 60. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 10.93%, ბოლო 7 დღის – 10.72%. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 288 ტესტი. მათ შორის 35 185 კვლევა – ანტიგენის ტესტით და 12 103 – პისიარ ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 924 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 302 , აჭარაში – 629, იმერეთში – 803, ქვემო ქართლში – 376, შიდა ქართლში – 381, გურიაში – 157, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 412, კახეთში – 537, მცხეთა-მთიანეთში – 165, სამცხე-ჯავახეთში -77, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 85. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 840, საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 010 096 აცრა გაკეთდა. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს აჭარაში კოვიდი 629 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 360. საავადმყოფოში 1 036 პირი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 166, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 43 პირი.
3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 – თბილისში, 1 244 – აჭარაში. 47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 2. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 30 012 პირი, აჭარაში – 8 246.