FDA-ს მიერ „ფაიზერის“ ვაქცინის ავტორიზაცია მნიშვნელოვანი ეტაპია
მარი მიდასელი 27 48 94
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო „ფაიზერი“ ვაქცინის დამტკიცების შესახებ შემდეგ განცხადებას ავრცელებს:
“ფაიზერმა” აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან სრული ავტორიზაცია მიიღო.
ამ დრომდე, „ფაიზერს“ სხვა ვაქცინების მსგავსად, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
FDA-ს მიერ „ფაიზერის“ ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია kovid -19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
“საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტადნარტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე –
მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.
kovid -19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3 და 15 22-ს .
kovid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!”,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.