ამბები
აღნიშნეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღე
მანანა ძიძიშვილი 598 24 94 97 –
24 აგვისტო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. წელს 30 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უკრაინის სახელმწიფომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამ საზეიმო დღეს უკრაინული დიასპორა ყოველწლიურად აღნიშნავს. წელსაც ასე იყო. როგორც უკრაინული დიასპორის ხელმძღვანელმა ნატალია მიროშნიჩენკომ გვითხრა, დიასპორის წევრები ბათუმის მერიის წარმომადგენელ გელა ბოლქვაძესთან და ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორ ირაკლი შაფათავასთან ერთად ტრადიციულად მივიდნენ ბათუმის ზღვისპირა პარკში და ყვავილებით შეამკეს უკრაინელი ხალხის დიდი შვილების ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ბიუსტები. შესრულდა ორი მოძმე ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. დიასპორის წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლექსები. ბავშვებმა ფერადი საჰაერო ბუშტები გაუშვეს ცაში.

სულ ნანახია
418

დღეს ნანახია
1