ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 5 021 შემთხვევიდან 599 აჭარაშია
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
ქვეყანაში ისევ მძიმე ეპიდვითარებაა. ასეთი რთული მდგომარეობა საქართველოს არ ჰქონია ახალი კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე. მოქალაქეების დიდი ნაწილი კოვიდსასტუმროებშია, მკურნალობენ ბინაზეც, ხოლო კლინიკებში 7 356 პაციენტია მოთავსებული, მათგან 70% ჟანგბადდამოკიდებულია. ისევ 5 ათასზე მეტი ახალი ინფიცირებული და 58 გარდაცვლილია ქვეყანაში. ისევ სამნიშნაა ახალი შემთხვევები აჭარაშიც და ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული აჭარაშია. უნდა ავიცრათ – ერთმანეთისთვის. ახლა სწორედ იმუნიზაციაში ხედავენ სპეციალისტები გამოსავალს.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დავის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო 368 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 57 762. აქედან 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში – 1 046. მძიმე პაციენტია 164, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47 პირი. 3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, აქედან – 1 227 აჭარაში. 47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 93, ხოლო აჭარაში – 2. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 317, პირი, აჭარაში – 8 164.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 435 პისიარ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.84%, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 10.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 2 030 შემთხვევაა, აჭარაში – 599, იმერეთში – 598, ქვემო ქართლში – 333, შიდა ქართლში – 331, გურიაში – 111, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 336, კახეთში – 446, მცხეთა-მთიანეთში – 114, სამცხე-ჯავახეთში -90, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.
6 ოქტომბრიდან 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 102 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29 317, პირი, აჭარაში – 8 164, იმერეთში – 4 762.

