სტიმულირების პაკეტის პროექტი – სრულად ვაქცინირებული გიდებისთვის შეღავათები დაწესდა
ნაირა ფუტკარაძე 27 48 93 –
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სრულად ვაქცინირებული გიდებისათვის გარკვეული შეღავათები დაწესდა. ისინი მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე უფასოდ შევლენ, ასევე ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით თანხის გადახდის გარეშე ისარგებლებენ.
მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში, ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ,“- განაცხადა ქვრიშვილმა.