ოთხშაბათი, ნოემბერი 29, 2023
სიახლე:
  • რა გავლენას ახდენს სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკაზე?
  • ,,ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჭოროხის ხეობის ერთიანი პორტრეტი”
  • ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 8 მილიონი ლარით გაიზარდა
  • კონკურენციის სააგენტომ ბათუმის 9 ობიექტში დარღვევა გამოავლინა
  • სტიქიის შედეგებს გამოდარებისთანავე დაითვილიან
გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

გაზეთი აჭარა

  • განცხადებები
  • კონტაქტი
  • ჩვენს შესახებ
პოლიტიკა

დღეიდან აცრა სოფლადაც შესაძლებელია

აგვისტო 26, 2021აგვისტო 26, 2021

მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –

აჭარაში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ. გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა. წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მოსახლეობას სურვილისამებრ „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან. დღეს ვაქცინაციის პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო.

-მსგავსი ვიზიტები გაგრძელდება მომდევნო დღეებშიც. ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სერვისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის მიწოდება, რომელიც მოკლებულია ამის შესაძლებლობას ტერიტორიული სიშორის გამო. მომდევნო პერიოდისთვის, ვფიქრობთ, ყველა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და მოსახლეობა რომელიც არ არის ბარში დასახლებული, სრულად მოცული იქნას პრევენციის აღნიშნული მეთოდით, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

– ცენტრიდან ძალიან შორს ვცხოვრობ და ვერ ვახერხებდი აცრისთვის გასვლას. მოვიდა სპეციალური ბრიგადა და ადგილზე ავიცერი. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოვუწოდებ ყველას აცრისკენ, – განაცხადა ხიხაძირის თემის მკვიდრმა რუსუდან ხალვაშმა. მუნიციპალიტეტების სოფლებში ხელმძღვანელ პირებთან ერთად ვაქცინაციის პროცესს ასევე გაეცნენ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე, მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელი ნინო გუგუშვილი. აჭარაში ყოველდღიურად მზარდია ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი. ამჟამად ადმინისტრირებულია 127 850 ვაქცინა.

სულ ნანახია
სულ ნანახია
277
დღეს ნანახია
დღეს ნანახია
1
გაზიარება
  • ← შპს ,,ქედის წყალკანალი“ აცხადებს აუქციონს
  • “მმართველი პარტიის ადგილობრივ ბირთვს, მაჟორიტარსა და მერობის კანდიდატს წინასაარჩევნოდ მეტი მუშაობა მართებთ” →

ვალუტის კურსი



facebook

ამინდი



არქივი

  • ნოემბერი 2023
  • ოქტომბერი 2023
  • სექტემბერი 2023
  • აგვისტო 2023
  • ივლისი 2023
  • ივნისი 2023
  • მაისი 2023
  • აპრილი 2023
  • მარტი 2023
  • თებერვალი 2023
  • იანვარი 2023
  • დეკემბერი 2022
  • ნოემბერი 2022
  • ოქტომბერი 2022
  • სექტემბერი 2022
  • აგვისტო 2022
  • ივლისი 2022
  • ივნისი 2022
  • მაისი 2022
  • აპრილი 2022
  • მარტი 2022
  • თებერვალი 2022
  • იანვარი 2022
  • დეკემბერი 2021
  • ნოემბერი 2021
  • ოქტომბერი 2021
  • სექტემბერი 2021
  • აგვისტო 2021
  • ივლისი 2021
  • ივნისი 2021
  • მაისი 2021
  • აპრილი 2021
  • მარტი 2021
  • თებერვალი 2021
  • იანვარი 2021
  • დეკემბერი 2020
  • ნოემბერი 2020
  • ოქტომბერი 2020
  • სექტემბერი 2020
  • აგვისტო 2020
  • ივლისი 2020
  • ივნისი 2020
  • მაისი 2020
  • აპრილი 2020
  • მარტი 2020
  • თებერვალი 2020
  • იანვარი 2020
  • დეკემბერი 2019
  • ნოემბერი 2019
  • ოქტომბერი 2019
  • სექტემბერი 2019
  • აგვისტო 2019
  • ივლისი 2019
  • ივნისი 2019
  • მაისი 2019
  • აპრილი 2019
  • მარტი 2019
  • თებერვალი 2019
  • იანვარი 2019
  • დეკემბერი 2018
  • ნოემბერი 2018
  • ოქტომბერი 2018
  • სექტემბერი 2018
  • აგვისტო 2018
  • ივლისი 2018
  • ივნისი 2018
  • მაისი 2018
  • აპრილი 2018
  • მარტი 2018
  • თებერვალი 2018
  • იანვარი 2018
  • დეკემბერი 2017
  • ნოემბერი 2017
  • ოქტომბერი 2017
  • აგვისტო 2013
"ყველა უფლება დაცულია"