სასწავლო წელი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება
მარი მიდასელი 27 48 93 –
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომსკოლებში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე განახლდება,
4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების მუშაობაც.
“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.