კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევიდან 211 აჭარაში გამოვლინდა
მარიამ ხითარიშვილი: 27 48 93 –
საქართველოში ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 2 262 შემთხვევა გამოვლინდა, 2 795 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 34 225 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 047, პისიარ ტესტით – 15 178. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,61%, ბოლო 14 დღის – 8,27%, ბოლო შვიდი დღის – 7,42%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 575 210 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 534 559 გამოჯანმრთელდა, 8 089 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 433 296 აცრა, დღიურად აცრილია 24 325. კარანტინის რეჟიმშია 84, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 327 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 918 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 262 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 827 შემთხვევა, აჭარაში – 211, იმერეთში – 335, ქვემო ქართლში – 129, შიდა ქართლში – 139, გურიაში – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 222, კახეთში – 216, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 35, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რიცხვია 32 536, საიდანაც 6 327 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2 674, აჭარაში – 699, იმერეთში – 1 106. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 501 პირი, მათ შორის, თბილისში – 634, აჭარაში – 167, იმერეთში – 357. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 222, აჭარაში – 33, იმერეთში – 28.
1 918 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 004 – თბილისში, 537 – აჭარაში. 24 291 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 84 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 78, ხოლო აჭარაში – 6. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 997 პირი, აჭარაში – 3 759, იმერეთში – 3 304.