საქართველოში ახალი კორონავირუსის 2 515 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 159 – აჭარაში
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
15 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში ახალი კორონავირუსი 159 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5 მოქალაქე, ხოლო გამოჯანმრთელდა – 288 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 62 279-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 50-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობშია (მართვით სუნთქვიაზე) 26 ადამიანი. ჯამში, კლინიკებში მკურნალობს 636 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 373, ხოლო ონლაინკლინიკაში – 2825. საქართველოს მასშტაბით, ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსის 2 515 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%. სულ ჩატარდა 32 207 კვლევა, მათ შორის 19 341 – ანტიგენის ტესტით და 12 866 – პისიარ ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა ში – 159, იმერეთში – 393, ქვემო ქართლში – 151, შიდა ქართლში – 143, გურიაში – 61, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 251, კახეთში – 338, მცხეთა-მთიანეთში – 61, სამცხე-ჯავახეთში – 64, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 25. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევის რიცხვია 27 398, საიდანაც 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 2 346, იმერეთში – 1 047. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 347 პირი, მათ შორის თბილისში – 537, იმერეთში – 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350, მათგან თბილისში – 206, იმერეთში – 30 ადამიანი.
1 318 პირი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 20 295 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან ამ წლის 14 სექტემბრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.