აჭარაში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი
მარიამ ხითარიშვილი 27 48 93 –
აჭარაში ახალი კორონავირუსი კიდევ 134 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 317 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 6 ადამიანი. დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 596-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 57-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვიაზე) 25 ადამიანი. რეგიონის კლინიკებში მკურნალობს 600 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 374, ონლაინკლინიკაში კი 2506.
საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 838 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 43 კი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 400 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 551, პისიარ ტესტით – 16 849. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,15%, ბოლო 14 დღის – 7,46%, შვიდი დღის – 7,21%. დღეს ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756, აჭარაში – 134, იმერეთში – 357, ქვემო ქართლში – 143, შიდა ქართლში – 138, გურიაში – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 58, სამცხე-ჯავახეთში – 42, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 589 727 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 554 618 გამოჯანმრთელდა, 8 390 კი გარდაიცვალა. სულ ჩატარებულია 1 589 024 აცრა, დღიურად აცრილია 25 150 პირი. კარანტინის რეჟიმშია – 75, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 637 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 350 პირი.

